Sunday, June 12, 2011

კომპიუტერული თამაშები




    კომპიუტერული ტექნიკისა და ინტერნეტის დამკვიდრებასთან ერთად, გამოიკვეთა ახალი პრობლემა – კომპიუტერული თამაშები, სადაც უმეტესად ძალადობის ფაქტები მძაფრად და უხვადაა. ასეთი თამაშები ბავშვების ფსიქიკას საფრთხეს უქმნის ბავშვობის პერიოდი არის სამი წლიდან 16 წლის ჩათვლით, ამ პერიოდში ხდება ბავშვის ფსიქიკის ჩამოყალიბება. პიროვნების ფსიქიკის ჩამოყალიბებისათვის საჭიროა სასიამოვნო სოციალური გარემო. ის თამაშები, სადაც ძალადობაა, პიროვნების ჩამოყალიბებისათვის ვერ მოგვცემს ნაყოფიერ ნიადაგს, ვინაიდან მძაფრი სიუჟეტების აღქმა ბავშვის ფსიქიკისთვის საზიანოა. ამ დროს, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, ყალიბდება ჰიპერ აქტიურობა ანუ ყურადღების დეფიციტი, ბავშვი კარგავს სწავლის ხალისს, სკოლაში გამოირჩევა ცუდი ყოფაქცევით, უჭირს ათვისება და ა.შ.
Counter Strikeშედარებით რთული გარდატეხის პერიოდია 10-დან 16 წლამდე, ამ ასაკში მიღებული ნებისმიერი ცოდნა გავლენას ახდენს პიროვნების ფსიქიკის განვითარებაზე, ამ პერიოდში ასეთი თამაშებით დაკავებული ბავშვები ხდებიან აგრესიულები, არა მარტო თანატოლების მიმართ, არამედ ოჯახის წევრების, მასწავლებლების და ზოგადად, საზოგადოების მიმართ. ისინი მუდმივად კონფლიქტში არიან საზოგადოებასთან, აღენიშნებათ ასაკისათვის შეუსაბამო უყურადღებობა, იმპულსურობა, ხშირია ნევროზი, რომელიც გამოწვეულია ამგვარი თამაშებისადმი მძაფრი დამოკიდებულების განცდით.
ბავშვებში ამგვარი დამოკიდებულება თამაშისადმი შეიძლება გამოწვეული იყოს არასრულფასოვნების კომპლექსით და სწორედ ამ თამაშებით სურთ თვითრეალიზაციის მოხდენა.
ხშირია ბავშვთა ზოგიერთი ანომალიური ფსიქიური მოქმედებანი, სადაც ყურადღების დეფიციტის მიზეზი ნებისყოფის შეკავების სუსტი უნარი და არასწორი მორალური კონტროლია. ანუ ადვილად სჩადიან ცუდ საქციელს და პასუხისმგებლობაც არ აქვთ, ხშირად, არაადეკვატურები არიან.

ვრცლად აქ

Thursday, June 9, 2011

ელექტრონული რესურსები

ელექტრონული რესურსების სანახავად იხილეთ შემდეგი გვერდები: გვერდიI ან გვერდიII

ნაბეჭდი რესურსების ბიბლიოგრაფია

      ნაბეჭდი რესურსაბის სანახავად გთხოვთ ესტუმროთ გვერდს
      ასევე შეგიძლიათ მიბრძანდეთ ილიას სახელმწიფო უნიოვერსიტეტში (ჭავჭავაძის 32) და იხილოთ ნ.სავანელის წიგნი ნარკოლოგია (ნომერი 56.14 ს-16)

Wednesday, June 8, 2011

ტოქსიკომანია


ყოველდღიურ საუბარში ტოქსიკომანებს მათ ვუწოდებთ, ვინც ზოგიერთი ნივთიერების შესუნთქვის გზით ცდილობს ეიფორიის განცდას, მედიცინაში კი ტოქსიკომანები არიან ისინიც, ვინც ინჰალანტების შესუნთქვასთან ერთად ავადმყოფურ ლტოლვას ფსიქოტროპულ, საძილე და დამამშვიდებელი პრეპარატების მიმართაც ამჟღავნებენ. ტოქსიკომანია საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა მოზარდებს შორის. მფრინავ ორგანულ ნაერთებს შეიცავს მრავალი საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალება, რომლებიც თავისუფლად იყიდება. დადგენილია, რომ მოზარდთა 7-10 %-ს ერთხელ მაინც აქვს შესუნთქული ესა თუ ის ინჰალანტი.
საინჰალაციო ნივთიერებების ბოროტად გამოყენების პირველი შემთხვევები მე-19 საუკუნის ბოლოს აღწერეს. ეს მედიცინის მუშაკების მიერ სანარკოზე ეთერის ორთქლის შესუნთქვა გახლდათ. მე-20 საუკუნის შუა ხანებში აშშ-ში, ევროპაში, შემდეგ კი ჩვენს ქვეყანაშიც მოზარდები სულ უფრო და უფრო ხშირად შეისუნთქავდნენ სხვადასხვა აიროვან ნივთიერებას: ბენზინის ორთქლს, ზოგიერთი სახის წებოს, გამხსნელებსა და მეწაღეთა კრემებს.

ინჰალანტის შესუნთქვით გამოწვეული ინტოქსიკაცია
შესუნთქული ინჰალანტი სისხლის ნაკადში ძალზე სწრაფად ხვდება, პირდაპირ მოქმედებს თავისა და ზურგის ტვინზე, პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე. დროთა განმავლობაში ტოქსიკომანების ტვინში საკმაოდ სერიოზული ცვლილებები ვითარდება, პატარავდება ტვინის ქერქი და ტვინის ზოგიერთი უბანი. ორგანიზმში მოხვედრილი ინჰალანტები განსაკუთრებით ცხიმოვან ქსოვილთან "მეგობრობენ" და ვინაიდან ეს უკანასკნელი ყველა ორგანოშია, ტოქსიკომანიაც ყველა ორგანოს აზიანებს. ყველაზე მეტად ზიანდება ტვინის ცხიმოვანი ქსოვილი, რომელიც ტვინს იცავს და ნერვთა შორის კავშირს აუმჯობესებს, ამიტომ ტოქსიკომანები ნელ-ნელა კარგავენ აზროვნების, მეხსიერების, კუნთების კოორდინირებულად მოძრაობის უნარს და სხვა ვეგეტაციურ ფუნქციებს. ტოქსიკური ნაერთების შესუნთქვა იწვევს მწვავე ინტოქსიკაციას, რომელიც 4 თანმიმდევრულ ფაზად ვითარდება.

ალკოჰოლიზმი

         
      ალკოჰოლი არაბული სიტყვაა, რაც ნიშნავს ''ნაზს'' და ''საამოს''.



  ალკოჰოლურ სასმელებს უძველესი დროიდან იცნობს კაცობრიობა არა მხოლოდ დვინის, არყისა და სპირტის, არამედ სხვა მათრობელა წვენის, როგორც ბუნებრივი მცენარეული წვენების ისე ხელოვნურად გამოხდის საშვალებით მიღებული სასმელების სახით.
ალკოჰოლი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკი, რომელიც მომენტალურად მოქმედებს ორგანიზმზე და მიუხედავად იმისა, რომ იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ის ამხიარულებს ადამიანს, სინამდვილეში კი ის დეპრესანტია

    
ალკოჰოლური სასმელის მიდებისთანავე ადამიანში
ყალიბდება მისდამი გარკვეული ინდივიდიალური დამოკიდებულება. ადამიანი ალკოჰოლურ სასმელს მიიდებს ზომიერად, თუ გახდება ჩვეულებრივი ლოთი, რასაკვირველია, ბევრად არის დამოკიდებული მრავალ გარეშე მიზეზთა თავდაპირველ დამთხვევაზეალკოჰოლიზმის მიზეზი შეიძლება გახდეს ხშირი ქეიფი მეგობრულ წრეში ''სიამოვნებისათვის''. ზოგჯერ კი თავისებური ხასიათის პირები [ფსიქოპატები, ნევროიკები] არც თუ ისე იშვიათად სულით ავადმყოფებიც ალკოჰოლურ სასმელს მიმართავენ სევდის, აფექტური დაძაბულობის, გადიზიანების მოსახსნ ვრცლად იხილეთ აქ და აქ ან აქ
.
     უამრავი პოპულარული ადამიანი ეხვევა სკანდალებში ალკოჰოლის ზედმეტი დოზით მიღებითვის, რითაც რეკლამას უკეთებენ სამელებს
.
         სპირტიანი სასმელების სისტემატური მიღებით; ვლინდება თრობისადმი მუდმივი მოთხოვნილებით, ფსიქიკის მოშლით, სომატური და ნევროლოგიური დარღვევებით, შრომისუნარიანობის დაქვეითებით, სოციალური კავშირების დაკარგვით, პიროვნების დეგრადაციით. სიმპტომები, მიმდინარეობა. წარმოიქმნება სპირტიანი სასმელების რეგულარული მოხმარების დროს, თუმცა დაავადების მთლიანად 

              ფორმირების დროსაც კი, იგი განაგრძობს განვითარებას, სასმელიდან თავშეკავების დროსაც კიხასიათდება ოთხი სინდრომით, რომელთა თანამიმდევრობითი განვითარება განსაზღვრავს დაავადების სტადიას. შეცვლილი რეაქტიულობის სინდრომი: სპირტიანი სასმელების ამტანობის ცვლილება, დამცველობითი რეაქციების გაქრობა ალკოჰოლის დოზის გადაჭარბების დროს, სპირტიანი სასმელების სისტემატურად მიღების უნარი და მისი მოქმედების გაუკუღმართება, ამნეზია თრობის პერიოდში. ფსიქიკური 
დამოკიდებულების სინდრომი: დათრობისადმი ლტოლვა. . ფსიქიკური აბსენსური (აკვიატებული) ფსიქიკური დისკომფორტი ფხიზელ მდგომარეობაში და ფსიქიკური ფუნქციის გაუმჯობესება დათრობის დროს. ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი: ფიზიკური მოთხოვნილება დათრობისადმი, კონტროლის დაკარგვა მიღებული სპირტიანი სასმელის რაოდენობაზე, აბსტინენცია, ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება დათრობის დროს. ქრონიკული ინტოქსიკაციის შედეგების სინდრომი ფსიქიკურ, ნევროლოგიურ, სომატურ სფეროებში და 
სოციალურ საქმიანობაში. ფსიქიკური შედეგები: ასთენია, ფსქოპათიზაცია, პიროვნების დაქვეითება (გაუხეშება, ინტერესების, ფასეულობების დაკარგვა), აფექტური დარღვევები (ხასიათის ლაბილობა, დეპრესია, დისფორია) აგრესიულობითა და სუიციდური მიდრეკილებებით, შორს წასულ შემთხვევებშიდემენცია (ჭკუასუსტობა); დამახასიათებელი გამოვლინებაა. . ალკოჰოლური იუმორი (უხეში, უტაქტო); შესაძლებელია წარმოიქმნეას ფსიქოზური მდგომარეობებიმწვავე (დელირიუმი, ჰალუცინაციურპარანოიდული
სინდრომები) და ქრონიკული (ჰალუცინოზი, ეჭვიანობის ბოდვები, კორსაკოვსკის ფსიქოზი). ნევროლოგიური შედეგები: ტვინის მწვავე (. . დისცირკულატორულტოქსიკური სიდრომები) ეპილეპტოფორმული, გაიევერნიკეს, ნათხემოვანი, სტრიოპალიდარული უკმარისობა; პერიფერიული ნევრიტები, მხედველობის, სმენის ნერვების ატროფია. სომატური შედეგები: გულსისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი სისტემის, კუჭის, ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის დარღვევები, თირკმლის, ენდოკრინული სისტემის პოლიგლანდულური დარღვევები, იმუნური გამოფიტვა. დამახასიათებელია ტრავმატიზმი, შრომისუნარიანობის დაქვეითება.

   
საბოლოოდ ალკოჰოლიზმი იწვევს  ფსიქიკურ დაინვალიდებას.
     მსუბუქი ხარისხის თრობა (სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0,05%). ადამიანი თავს კარგად გრძნობს, ეხსნება დაძაბულობა, მაგრამ ქვეითდება რეაქციების სისწრაფე, უარესდება მანქანის მართვის უნარი.
საშუალო ხარისხის თრობა (სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0,1%). გაუგებარი მეტყველება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, საღად მსჯელობის უნარის, საკუთარი ქცევებისა და ემოციებზე კონტროლის დაკარგვა.
მძიმე ხარისხის თრობა (სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0,15%). ძლიერი მოწამვლა, ბარბაცით სიარული, პრობლემები მეხსიერებასა და აზროვნებაში, ემოციური არასტაბილურობა, აგრესიულობა.
ალკოჰოლის დიდი დოზით მიღება (ზედოზირება) ხშირად ცნობიერების დათრგუნვის მიზეზი ხდება. უმრავლეს შემთხვევაში ეს მდგომარეობა განსაკუთრებულ სამედიცინო ჩარევას არ მოითხოვს და ცნობიერება გარკვეული პერიოდის შემდეგ თავისით აღდგება

ვრცლად იხილეთ აქ და აქ ან აქ
ხალხური მედიცინა ალკოჰოლიზმის წინააგმდეგ დააწკაპეთ აქ
.
       ილიას სახელმწიფო ბიბლიოთეკაში, (ჭავჭავაძის გამზირი 32) იხილეთ ნ.სავანელის წიგნი ,,ნარკოლოგია", სადაც დაწვრილებითაა აღწერილი სიმთვრალის ფაზები და ასევე მოცემულია ალკოჰოლიზმის მკურნალობის მეთოდი(წიგნის ნომერია 56.14 ს-16)

Tuesday, June 7, 2011

ბიბლიოგრაფია

   ბიბლიოგრაფიის სანახავად დააწკაპეთ

არასწორი კვება

    კვებაა სწორედ ის კომპონენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი სხეულის ჯამრთელობას და მოცულობას.
     მეცნიერებმა დაასახელეს 10 ყველაზე სახიფათო პროდუქტი:
1. ჩიფსები და გაზიანი სასმელები. ჩიფსები - ეს არის ნახშირწყლებისა და ცხიმების ნარევი, საღებავისა და საგემოვნო ნივთიერებების დანამატებით. მომზადების თავისებურების გამო მათში გროვდება დიდი რაოდენობით კანცეროგენები - ნივთიერებები, რომლებიც აპროვოცირებენ კიბოს განვითარებას. ჰიდროგენიზებული ცხიმები კი ზრდის სისხლში ქოლესტერინის დონის მომატებას, რაც ზრდის ინფარქტებისა და ინსულტების რისკს.
ტკბილი გაზიანი სასმელები - წარმოადგენს შაქრის, ქიმიისა და გაზის ნარევს, როგორც წესი, შეიცავს ასპარტამს (Е951) - შაქრის სინთეზურ შემცვლელს. ასპარტამში შემავალი ფელატანინი ცვლის მგრძნობელობის ზღურბლს, ხოლო დიდი რაოდენობით მიღებისას ხელს უწყობს მანიაკალური დეპრესიის და პანიკური შეტევების განვითარებას, გაბოროტებას. გარდა ამისა, ნატრიუმის ბენზოატი (Е211), რომელიც კონსერვანტს წარმოადგენს, იწვევს ფერმენტების დათრგუნვას, რაც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და სიმსუქნეს.
ასეთი სასმელი სულაც არ კლავს წყურვილს. პირის ღრუში დარჩენილი დამატკბობელი აღძრავს სასმელის ახალი პორციის მიღების სურვილს. თუკი მიირთმევთ კოლას, გირჩევთ, მას ჩვეულებრივი წყალი დააყოლოთ.
2. ფასტ-ფუდი. სწრაფი კვება - ჩებურეკი, ღვეზელი, კარტოფილი ფრი, შაურმა და სხვ., რაც იწვება ზეთში, ძალიან მავნეა, ვინაიდან არ ხდება ნამწვი ზეთის ხშირი გამოცვლა. შედეგად - ისევ იგივე კანცეროგენები. ხანგრძლივად ასეთი საკვების მიღება იწვევს კოლიტებს, გასტრიტებს, გულძმარვას, შეკრულობას. ფასტ-ფუდის სახესხვაობაა ჩიპსები, შემწვარი თხილი, ბატონები შოკოლადითა და თხილით და ბავშვებისათვის ასე საყვარელი სხვა პროდუქტები, რომელთაგან გადაჩვევა ძალიან ძნელია, ამიტომაც უმჯობესია, საერთოდ ამოვიღოთ ისინი ბავშვების რაციონიდან და არავითარ შემთხვევაში არ მივირთვათ თვითონაც.
3. ძეხვეული და სხვა შებოლილი პროდუქტები. სოსისი, ძეხვი, პელმენები შეიცავენ ბევრად მეტი რაოდენობით არომატიზატორებს და საღებავებს, ვიდრე ხორცს. შებოლილი ხორცი და თევზი ასევე დიდი რაოდენობით კანცეროგენების შემცველებია, კერძოდ მათი დამუშავების პროცესში წარმოიქმნება ნივთიერება ბენზოპირენი.
სულ უფრო მეტი მწარმოებელი გადადის გენ-მოდიფიცირებული ნედლეულის გამოყენებაზე. მაგ. სოსისის და ძეხვეულის 80% შეიცავს ტრანსგენურ სოიოს. ერთი ნაჭერი შებოლილი ძეხვი შეიცავს იმაზე მეტ ფენოლებს, ვიდრე ადამიანი შეისუნთქავს ქალაქში ერთი წლის განმავლობაში. ფენოლი კი მეტად ტოქსიურია.
4. ხილი და ბოსტნეული, კონსერვანტებით მდიდარი პროდუქტები. ყველაზე სასარგებლო პროდუქტებიც კი შეიძლება გახდეს ტოქსიური, თუკი ისინი მოყვანილია საავტომობილო ტრასის ან ქარხნის მახლობლად. ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით ბენზოპირენს და სხვა კანცეროგენებს. რაც შეეხება კონსერვანტებს, ისინი შეიძლება შეიცავდნენ ნატრიუმის გლუტამატს, რომელიც იწვევს თავის ტკივილს, სისხლძარღვების სპაზმს და ნივთიერებათა ცვლის დარღვევასაც კი.
5. მარგარინი, ნამცხვრები, მარცვლეული. მარგარინი - მთლიანად ტრანსგენური ცხიმია. მავნეა ყველა ის პროდუქტი, რომელსაც ის შეცავს-ნამცხვრები, ტორტები, ფენოვანი ცომის ნაწარმი. ამ პროდუქტებით გატაცებისას გარანტირებული გაქვთ ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და ჭარბი წონა. მარცვლეულიდან ამ ჩამონათვალში მოხვდა თეთრი პური, ვინაიდან მისი აუტანლობა (ცელიაკია) საკმაოდ ხშირად გვხვდება. მისი სიმპტომები ვარირებს - ეს არის ნაწლავური პრობლემები, შაქრიანი დიაბეტი და უნაყოფობაც კი.
6. ყავა და ენერგეტიკული სასმელები, რძე. ყავა უნდა მივიღოთ არაუმეტეს 2-3 ფინჯანისა, ენერგეტიკული სასმელები, რაც შეიძლება ნაკლებად, ხოლო რძე ხშირად ითვლება ძნელად ასატან პროდუქტად. არც ისე იშვიათია რძით მძიმე მოწამვლა.
7. შინნამზადი პროდუქტები და ნაყინი. რასაკვირველია, დოზირების, სტერილიზაციისა და დამარილების ყველა წესის ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში წნილების მირთმევა შეიძლება უშიშრად.
ნაყინი შეიცავს არომატიზატორებს და შემასქელებლებს, რომლებსაც შეუძლიათ შეანელონ ნივთიერებათა ცვლა, რაც ზრდის ჭარბი წონის განვითარების შანსს.
8. საღეჭი კანფეტები, ფერადი საწუწნი ტკბილეული, ჩუპა-ჩუპსი. შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, ქიმიურ დანამატებს, საღებავებს.
9. შოკოლადის ბატონები. ეს არის კალორიების გიგანტური რაოდენობა ქიმიურ დანამატებთან, გენეტიკურად მოდიფიცირებულ პროდუქტებთან, საღებავებთან და არომატიზატორებთან ერთად.
10. მაიონეზი. მდიდარია ტრანსცხიმებით, რომლებიც კანცეროგენულია და ამავდროულად, იწვევს ქოლესტერინის რაოდენობის მომატებას. განსაკუთრებით მოერიდეთ პლასტიკური შეფუთვის მქონე მაიონეზს. პლასტიკი თვითონ არის კანცეროგენი! მაიონეზი შეიცავს დიდი რაოდენობით კონსერვანტებსა და სტაბილიზატორებს. იგივე მიზეზით მავნე პროდუქტებს მიაკუთვნებენ ასევე კეტჩუპს, სხვადასხვა სოუსებს, რომელთა ფართო ასორტიმენტი გვხვდება ყველა მაღაზიაში.
          ასევე საშიშია დიეტები და კვების რიტმის დარღვევა.