მეცნიერებმა დაასახელეს 10 ყველაზე სახიფათო პროდუქტი:
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhjYtKLTjx9z-NY9Apz4JfpmMMVZZwnmYEiSrw0H5N27N3gOZ6cClCg4BUmJV9Lt1N5vN-So9PgdWF7tDx0sib50_rsONnk3ZN6xmF9B_SSfqSeT0c2BXoUc3pqe5o1XVk41fHHKsDC3jR2/s1600/%25E1%2583%25AC%25E1%2583%2590%25E1%2583%259B%25E1%2583%25902.jpeg)
ტკბილი გაზიანი სასმელები - წარმოადგენს შაქრის, ქიმიისა და გაზის ნარევს, როგორც წესი, შეიცავს ასპარტამს (Е951) - შაქრის სინთეზურ შემცვლელს. ასპარტამში შემავალი ფელატანინი ცვლის მგრძნობელობის ზღურბლს, ხოლო დიდი რაოდენობით მიღებისას ხელს უწყობს მანიაკალური დეპრესიის და პანიკური შეტევების განვითარებას, გაბოროტებას. გარდა ამისა, ნატრიუმის ბენზოატი (Е211), რომელიც კონსერვანტს წარმოადგენს, იწვევს ფერმენტების დათრგუნვას, რაც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და სიმსუქნეს.
ასეთი სასმელი სულაც არ კლავს წყურვილს. პირის ღრუში დარჩენილი დამატკბობელი აღძრავს სასმელის ახალი პორციის მიღების სურვილს. თუკი მიირთმევთ კოლას, გირჩევთ, მას ჩვეულებრივი წყალი დააყოლოთ.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjTJuMJXmW1pz3Og4iU4QDLH8ORmWtUzLR7d0iWgZ54OqUQD6NoZJVwxLCsbE6LTa0FZVH-KdO5j2qhWNBeTjBK0ritvUXxCT93oN9-VJ22ah40UcU7z-FxROnf0WGuic0v2ZN2uwAncg71/s1600/%25E1%2583%25AC%25E1%2583%2590%25E1%2583%259B%25E1%2583%2590.jpeg)
სულ უფრო მეტი მწარმოებელი გადადის გენ-მოდიფიცირებული ნედლეულის გამოყენებაზე. მაგ. სოსისის და ძეხვეულის 80% შეიცავს ტრანსგენურ სოიოს. ერთი ნაჭერი შებოლილი ძეხვი შეიცავს იმაზე მეტ ფენოლებს, ვიდრე ადამიანი შეისუნთქავს ქალაქში ერთი წლის განმავლობაში. ფენოლი კი მეტად ტოქსიურია.
4. ხილი და ბოსტნეული, კონსერვანტებით მდიდარი პროდუქტები. ყველაზე სასარგებლო პროდუქტებიც კი შეიძლება გახდეს ტოქსიური, თუკი ისინი მოყვანილია საავტომობილო ტრასის ან ქარხნის მახლობლად. ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით ბენზოპირენს და სხვა კანცეროგენებს. რაც შეეხება კონსერვანტებს, ისინი შეიძლება შეიცავდნენ ნატრიუმის გლუტამატს, რომელიც იწვევს თავის ტკივილს, სისხლძარღვების სპაზმს და ნივთიერებათა ცვლის დარღვევასაც კი.
5. მარგარინი, ნამცხვრები, მარცვლეული. მარგარინი - მთლიანად ტრანსგენური ცხიმია. მავნეა ყველა ის პროდუქტი, რომელსაც ის შეცავს-ნამცხვრები, ტორტები, ფენოვანი ცომის ნაწარმი. ამ პროდუქტებით გატაცებისას გარანტირებული გაქვთ ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და ჭარბი წონა. მარცვლეულიდან ამ ჩამონათვალში მოხვდა თეთრი პური, ვინაიდან მისი აუტანლობა (ცელიაკია) საკმაოდ ხშირად გვხვდება. მისი სიმპტომები ვარირებს - ეს არის ნაწლავური პრობლემები, შაქრიანი დიაბეტი და უნაყოფობაც კი.
6. ყავა და ენერგეტიკული სასმელები, რძე. ყავა უნდა მივიღოთ არაუმეტეს 2-3 ფინჯანისა, ენერგეტიკული სასმელები, რაც შეიძლება ნაკლებად, ხოლო რძე ხშირად ითვლება ძნელად ასატან პროდუქტად. არც ისე იშვიათია რძით მძიმე მოწამვლა.
7. შინნამზადი პროდუქტები და ნაყინი. რასაკვირველია, დოზირების, სტერილიზაციისა და დამარილების ყველა წესის ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში წნილების მირთმევა შეიძლება უშიშრად.
ნაყინი შეიცავს არომატიზატორებს და შემასქელებლებს, რომლებსაც შეუძლიათ შეანელონ ნივთიერებათა ცვლა, რაც ზრდის ჭარბი წონის განვითარების შანსს.
8. საღეჭი კანფეტები, ფერადი საწუწნი ტკბილეული, ჩუპა-ჩუპსი. შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, ქიმიურ დანამატებს, საღებავებს.
9. შოკოლადის ბატონები. ეს არის კალორიების გიგანტური რაოდენობა ქიმიურ დანამატებთან, გენეტიკურად მოდიფიცირებულ პროდუქტებთან, საღებავებთან და არომატიზატორებთან ერთად.
10. მაიონეზი. მდიდარია ტრანსცხიმებით, რომლებიც კანცეროგენულია და ამავდროულად, იწვევს ქოლესტერინის რაოდენობის მომატებას. განსაკუთრებით მოერიდეთ პლასტიკური შეფუთვის მქონე მაიონეზს. პლასტიკი თვითონ არის კანცეროგენი! მაიონეზი შეიცავს დიდი რაოდენობით კონსერვანტებსა და სტაბილიზატორებს. იგივე მიზეზით მავნე პროდუქტებს მიაკუთვნებენ ასევე კეტჩუპს, სხვადასხვა სოუსებს, რომელთა ფართო ასორტიმენტი გვხვდება ყველა მაღაზიაში.
ასევე საშიშია დიეტები და კვების რიტმის დარღვევა.
No comments:
Post a Comment