ყოველდღიურ საუბარში ტოქსიკომანებს მათ ვუწოდებთ, ვინც ზოგიერთი ნივთიერების შესუნთქვის გზით ცდილობს ეიფორიის განცდას, მედიცინაში კი ტოქსიკომანები არიან ისინიც, ვინც ინჰალანტების შესუნთქვასთან ერთად ავადმყოფურ ლტოლვას ფსიქოტროპულ, საძილე და დამამშვიდებელი პრეპარატების მიმართაც ამჟღავნებენ. ტოქსიკომანია საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა მოზარდებს შორის. მფრინავ ორგანულ ნაერთებს შეიცავს მრავალი საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალება, რომლებიც თავისუფლად იყიდება. დადგენილია, რომ მოზარდთა 7-10 %-ს ერთხელ მაინც აქვს შესუნთქული ესა თუ ის ინჰალანტი.
საინჰალაციო ნივთიერებების ბოროტად გამოყენების პირველი შემთხვევები მე-19 საუკუნის ბოლოს აღწერეს. ეს მედიცინის მუშაკების მიერ სანარკოზე ეთერის ორთქლის შესუნთქვა გახლდათ. მე-20 საუკუნის შუა ხანებში აშშ-ში, ევროპაში, შემდეგ კი ჩვენს ქვეყანაშიც მოზარდები სულ უფრო და უფრო ხშირად შეისუნთქავდნენ სხვადასხვა აიროვან ნივთიერებას: ბენზინის ორთქლს, ზოგიერთი სახის წებოს, გამხსნელებსა და მეწაღეთა კრემებს.
ინჰალანტის შესუნთქვით გამოწვეული ინტოქსიკაცია
შესუნთქული ინჰალანტი სისხლის ნაკადში ძალზე სწრაფად ხვდება, პირდაპირ მოქმედებს თავისა და ზურგის ტვინზე, პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე. დროთა განმავლობაში ტოქსიკომანების ტვინში საკმაოდ სერიოზული ცვლილებები ვითარდება, პატარავდება ტვინის ქერქი და ტვინის ზოგიერთი უბანი. ორგანიზმში მოხვედრილი ინჰალანტები განსაკუთრებით ცხიმოვან ქსოვილთან "მეგობრობენ" და ვინაიდან ეს უკანასკნელი ყველა ორგანოშია, ტოქსიკომანიაც ყველა ორგანოს აზიანებს. ყველაზე მეტად ზიანდება ტვინის ცხიმოვანი ქსოვილი, რომელიც ტვინს იცავს და ნერვთა შორის კავშირს აუმჯობესებს, ამიტომ ტოქსიკომანები ნელ-ნელა კარგავენ აზროვნების, მეხსიერების, კუნთების კოორდინირებულად მოძრაობის უნარს და სხვა ვეგეტაციურ ფუნქციებს. ტოქსიკური ნაერთების შესუნთქვა იწვევს მწვავე ინტოქსიკაციას, რომელიც 4 თანმიმდევრულ ფაზად ვითარდება.

No comments:
Post a Comment