Monday, June 6, 2011

სიგარეტი

      სიგარეტი, ეს არის  უდიდესი პრობლემა(ნარკომანიის შემდეგ), რომლის წინაშეც დგას ქართული საზოგადოება.
        სიგარეტი რომ მავნეა ჯანმრთელობისათვის ყველასთვისაა ცნობილი თუმცა მწეველი ადამიანია ამ საფრთხეს სერიოზულად არ აღიქვამს.  ბოლო წლებში თამბაქოს აქტიური მოხმარების გამო დაღუპულთა რიცხვმა 530 000  მიაღწია. თამბაქოს მოწევა იწვევს უამრავ დაავადებას: ფილტვის კიბოს, გულსისხლძარღვთა სისტემის შევიწროებას, ათეროსკლეროზს, ქრონიკულ ბრონქიტს ასთმას და უამრავ სხვას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მწეველთა საზოგადოებაში მოხვედრილ არამწეველის ჯანმრთელობას ადგება არანაკლები ზიანი სიგარეტის კვამლისგან. იგი ხდება პასიური მწეველი.  2010 წელს მსოფლიოში 600 000 პასიური მწეველი დაიღუპა.
    იმისათვის რომ ადამიანმა შეძლოს სიგარეტისთვის თავის დანებება მხოლოდ სურვილი არ კმარა. საჭიროა დიდი ნებისყოფა და ძალსხმევა, ვინაიდან დამტკიცებულია, მწეველების 80% თამბაქოს თავის დანებების შემდეგ, დაახლოებით 2 წლის განმავლობაში შენარჩუნებული აქვთ მოწევის სურვილი.
        ეს ერთი შეხედვით პატარა ქაღალდის ღერი შეიცავს მომაკვდინებელ ნივთიერებეს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს აგამიანის შინაგან ორგანიზმზე. ასევე აქვს გარეგნული შედეგები, კბილების, კანის, ფრჩხილების, ტვალების დაზიანება  
      
მიუხედავად სასჯელის სახეობებისა (რომლებიც სიკვდილით დასჯამდეც კი მკაცრდებოდნენ), მოწევა დღესაც აქტუალურ თემად თუ პრობლემად რჩება. სხვათაშორის, არსებობს ვებ-გვერდები სადაც მწეველები დისკრიმინაციას უჩივიან.ვრცლად იხილეთ

    თუ გსურთ ნახოთ არამწეველთა მოსაზრებები იხილერ შემდეგი გვერდი
    ხალხის დამოკიდებულების სანახავად იხილეთ პატარა ჩანახატი შემდეგ გვერდზე
       

3 comments: