ავნე ჩვევათა შორის ყველაზე მძაფრია ნარკომანია. იგი ბოროტმოქმედებადაა მიჩნეული, ადამიანი რომელიც მიმართავს ნარკოტიკულ საშუალებას არასამედიცინო მიზნით ჩადის დანაშაულს საზოგადოების წინაშე.
უკანასკნელ ათწლეულებში ნარკომანიამ პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ინდუსტრიულ განვითარებული ქვეყანა მოიცვა. დღეისათვის ეს პრობლემა ფართოდ არის გაშუქებული სხვადასხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, ტარდება სამეცნიერო კონფერენციები, იქმნება ფონდები, გამოჩნდა ახალი სამართლებრივი დოკუმენტებიც.
,,ნარკოტიკების მოხმარება” იურიდიული ტერმინია და ნიშნავს ნარკოტიკული საშუალებების მხოლოდ მოხმარებას, რომელიც გამიჯნულია სხვა ქმედებებისგან, როგორიცაა შენახვა, კულტივირება, ტრანსპორტირება ან მიწოდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოწევა, ინექცია, შესუნთქვა ან ყლაპვა წარმოადგენს დანაშაულს, მაგრამ იგი არ გულისხმობს ნარკოტიკული საშუალებების შენახვას. პრაქტიკაში შეუძლებელია ნარკოტიკის მოხმარება ისე, რომ მას არ ფლობდე, მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობა განასხვავებს ამ ორ ქმედებას და ნარკოტიკების მოხმარება ითვლება ცალკე დანაშაულად.
საქართველოს ანტინარკოტიკული კოალიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, ნარკოტიკების მოხმარება იწვევს თავის ტვინის დაზიანებას, რაც ვლინდება მეხსიერებისა და აზროვნების დაქვეითებაში, ამოციური აშლილობების განვითარებაში, ნებისყოფის დაქვეითებასა და არაკონტროლირებად ქცევაში. ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის ხშირია გულსისხლძარღვთა, რეპროდუქციულ და იმუნურ სისტემათა, ღვიძლისა და სახსრების დაზიანება.ნარკოტიკების ინფექციური მოხმარება არის უკურნებელი ინფექციური დაავადებების – შიდსისა და ჰეპატიტების – გავრცელების მთავარი მიზეზი. საქართველოში აივ/შიდსით დაავადებულთა თითქმის ორი მესამედი ნარკოტიკების მომხმარებელია, ნარკო ტიკების მომხმარებელთა შორის ყოველი მეორე დაავადებულია C ჰეპატიტით, დაავადებული და მახინჯი თაობის დაბადებას.
გასათვალისწინებელია ნარკოტიკული ნივტიერების შეძენის თანხაც, იმის გათვალისწინებით, რომ ნარკომანი დაუძლურებულია და არ აქვს საკუთარი შემოსავალი. ე.ი ის ეწევა პარაზიტულ ცხოვრებას.
ნარკოტიკები ჯერ კიდევ პირველყოფილ სამყაროში იყო ცნობილი, ღვინის წარმოება უკვე რამდენიმე ათას წელს ითვლის; მაგრამ ლოთობა და ნარკომანია მხოლოდ XX საუკუნის სულიერმა ვაკუუმმა გადააქცია ეროვნულ უბედურებად
სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი:“ახალგაზრდობა – ეს არის ბედნიერი დრო. ამავე დროს, ეს დრო არის საშიში, როდესაც ადამიანი შეიძლება აცდეს ჭეშმარიტ გზას და წავიდეს ისეთი გზით, რაც დამღუპველია. მრავალი პრობლემის წინაშე დგას დღეს ჩვენი ახალგაზრდობა, მაგრამ მე ვმადლობ უფალს, რომ ჩვენი ახალგაზრდები ტაძარში მოიყვანა. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სენი არის ნარკომანია. ეს არის დამღუპველი, ეს არის სირცხვილი, ეს არის რეალური ცხოვრებიდან წასვლა. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ცხოვრება დედამიწაზე არ არის სამოთხე, ეს არის განსაცდელი. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ამ განსაცდელისთვის
მეტი ინფორმაციისთვის დააწკაპეთ
იცხოვრეთ ბედნიერად ნარკოტიკების გარეშეე და ნუ შეუქმნით თქვენს ოჯახს პრობლემებს
ReplyDelete