ალკოჰოლი არაბული სიტყვაა, რაც ნიშნავს ''ნაზს'' და ''საამოს''.
ალკოჰოლურ სასმელებს უძველესი დროიდან იცნობს კაცობრიობა არა მხოლოდ დვინის, არყისა და სპირტის, არამედ სხვა მათრობელა წვენის, როგორც ბუნებრივი მცენარეული წვენების ისე ხელოვნურად გამოხდის საშვალებით მიღებული სასმელების სახით.
ალკოჰოლი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკი, რომელიც მომენტალურად მოქმედებს ორგანიზმზე და მიუხედავად იმისა, რომ იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ის ამხიარულებს ადამიანს, სინამდვილეში კი ის დეპრესანტია.
ალკოჰოლი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკი, რომელიც მომენტალურად მოქმედებს ორგანიზმზე და მიუხედავად იმისა, რომ იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ის ამხიარულებს ადამიანს, სინამდვილეში კი ის დეპრესანტია.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEi1Yt6TBCXLEPTf79EFYhSu9OsXcW_qgWG8KMjVmOcP8OKFJ1TfshdiwkiSnD4Ilm-ckIn4cRf-IfX35TH5TTBTDXktKNx8wyo9md_DlQuUcYbxoBLsPg32usuPfGAjJKQjYVQtuihQyTPf/s1600/nisiaze+nu+moxval.jpg)
ალკოჰოლური სასმელის მიდებისთანავე ადამიანში ყალიბდება მისდამი გარკვეული ინდივიდიალური დამოკიდებულება. ადამიანი ალკოჰოლურ სასმელს მიიდებს ზომიერად, თუ გახდება ჩვეულებრივი ლოთი, რასაკვირველია, ბევრად არის დამოკიდებული მრავალ გარეშე მიზეზთა თავდაპირველ დამთხვევაზე.
.
უამრავი პოპულარული ადამიანი ეხვევა სკანდალებში ალკოჰოლის ზედმეტი დოზით მიღებითვის, რითაც რეკლამას უკეთებენ სამელებს
.
სპირტიანი სასმელების სისტემატური მიღებით; ვლინდება თრობისადმი მუდმივი მოთხოვნილებით, ფსიქიკის მოშლით, სომატური და ნევროლოგიური დარღვევებით, შრომისუნარიანობის დაქვეითებით, სოციალური კავშირების დაკარგვით, პიროვნების დეგრადაციით. სიმპტომები, მიმდინარეობა. წარმოიქმნება სპირტიანი სასმელების რეგულარული მოხმარების დროს, თუმცა დაავადების მთლიანად
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEi2sTlCf7e7dSiWLJgGviSgp0N-CxJkZ8ivG7ZLdMP3UZpRvsvuvMP1fz1OfH5PfKFlEjTIaVpMq7yC0YdHOvEhcFwtmuqSdE4T9vp6_rJhiCriJZOG1Wq8xW_GWtzjm4IsbvzrpnTLSRjI/s1600/mtvrali+varskvlavi.jpg)
დამოკიდებულების სინდრომი: დათრობისადმი ლტოლვა – ე. წ. ფსიქიკური აბსენსური (აკვიატებული) ფსიქიკური დისკომფორტი ფხიზელ მდგომარეობაში და ფსიქიკური ფუნქციის გაუმჯობესება დათრობის დროს. ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი: ფიზიკური მოთხოვნილება დათრობისადმი, კონტროლის დაკარგვა მიღებული სპირტიანი სასმელის რაოდენობაზე, აბსტინენცია, ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება დათრობის დროს. ქრონიკული ინტოქსიკაციის შედეგების სინდრომი ფსიქიკურ, ნევროლოგიურ, სომატურ სფეროებში და
სოციალურ საქმიანობაში. ფსიქიკური შედეგები: ასთენია, ფსქოპათიზაცია, პიროვნების დაქვეითება (გაუხეშება, ინტერესების, ფასეულობების დაკარგვა), აფექტური დარღვევები (ხასიათის ლაბილობა, დეპრესია, დისფორია) აგრესიულობითა და სუიციდური მიდრეკილებებით, შორს წასულ შემთხვევებში – დემენცია (ჭკუასუსტობა); დამახასიათებელი გამოვლინებაა – ე. წ. ალკოჰოლური იუმორი (უხეში, უტაქტო); შესაძლებელია წარმოიქმნეას ფსიქოზური მდგომარეობები – მწვავე (დელირიუმი, ჰალუცინაციურ – პარანოიდული
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEg1d4dacO-0mYfmWSNjyeU7EDyBH4IAKpW6beDHJulnuGtWkJ9R61SzuoUmhHoc7-a_HE7ZSr93LHy9D1R6v5xf21p0quNUGg4ySl02t9I5WLsQHMcoit4uB-GYCiYsnuvEQb3nCettQAkL/s1600/mtvrali2.jpg)
საბოლოოდ ალკოჰოლიზმი იწვევს ფსიქიკურ დაინვალიდებას.
მსუბუქი ხარისხის თრობა (სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0,05%). ადამიანი თავს კარგად გრძნობს, ეხსნება დაძაბულობა, მაგრამ ქვეითდება რეაქციების სისწრაფე, უარესდება მანქანის მართვის უნარი.
საშუალო ხარისხის თრობა (სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0,1%). გაუგებარი მეტყველება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, საღად მსჯელობის უნარის, საკუთარი ქცევებისა და ემოციებზე კონტროლის დაკარგვა.
მძიმე ხარისხის თრობა (სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0,15%). ძლიერი მოწამვლა, ბარბაცით სიარული, პრობლემები მეხსიერებასა და აზროვნებაში, ემოციური არასტაბილურობა, აგრესიულობა.
ალკოჰოლის დიდი დოზით მიღება (ზედოზირება) ხშირად ცნობიერების დათრგუნვის მიზეზი ხდება. უმრავლეს შემთხვევაში ეს მდგომარეობა განსაკუთრებულ სამედიცინო ჩარევას არ მოითხოვს და ცნობიერება გარკვეული პერიოდის შემდეგ თავისით აღდგება
.
ილიას სახელმწიფო ბიბლიოთეკაში, (ჭავჭავაძის გამზირი 32) იხილეთ ნ.სავანელის წიგნი ,,ნარკოლოგია", სადაც დაწვრილებითაა აღწერილი სიმთვრალის ფაზები და ასევე მოცემულია ალკოჰოლიზმის მკურნალობის მეთოდი(წიგნის ნომერია 56.14 ს-16)
No comments:
Post a Comment